Saturday, March 25, 2023

ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდა

მთავარი

(ACCnews) ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ,  რომ მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ, რუსეთს კი დამატებით სანქციებს დაუწესებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეტი:   “ვწინასწარმეტყველებ, რომ რუსეთი დაიშლება” - პროფესორი ეტკინდი რუსეთის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ

“ევროკავშირი ერთგული რჩება, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭიროს მის მდგრადობასა და გრძელვადიან რეკონსტრუქციას. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დათანხმდა უკრაინისთვის 2023 წელს 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას”, – აღნიშნულია სამიტის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი:   პენტაგონი: რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვდა. მანამდე, პოლონეთმა და ლიეტუვამ სამიტის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთავაზებულმა გამონაკლისებმა, შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს სასუქის ბიზნესში ჩართულ რუს ოლიგარქებს.

მეტი:   რუსეთმა ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img