Wednesday, September 27, 2023

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

მთავარი

(ACCnews) ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ზოგიერთ სხვა ქვეყანას ჯერ კიდევ აქვთ შენიშვნები ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მეტი:   უკრაინის გენშტაბი: "რუსული ჯარების წინსვლა ყველა მიმართულებით შეჩერებულია"

Reuters-ი წერს, რომ ახალი სანქციების დაწესებას აფერხებს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, უნდა გააადვილოს თუ არა ევროკავშირმა რუსული სასუქის ექსპორტი ევროპული პორტების გავლით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასუქის კომპანიების მფლობელები შავ სიაში შეყვანილი ოლიგარქებიც არიან.

მეტი:   "შეიქმნას კანონი რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული საქართველოდან რუსეთის მიმართულებით" - გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ევროკავშირის შეზღუდვები საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მათი შემსუბუქება საშუალებას მისცემს რუს ოლიგარქებს, რომლებიც ფლობენ სასუქის ბიზნესს, თავიდან აიცილონ ევროკავშირის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

მეტი:   გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ამერიკული „სამხედრო ბიოლაბორატორიების“ შესახებ მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის განმარტებით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თავს იტყუებენ, თუ ფიქრობენ, რომ რუსული სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების შერბილება რუსი ოლიგარქები სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებად არ გამოიყენებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img