Saturday, June 3, 2023

“ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით” – ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

მთავარი

(ACCnews) “ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა, ეს არ იყო ადვილი”, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ბევრი სამუშაო და ამაში ავსტრიის ელჩი დახმარებას ჰპირდება.

მეტი:   ბლინკენი: რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდახმას სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ

„ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად, ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა.

პირველი: ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. პასუხი ნამდვილად არის არა!

მეტი:   "ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია ოკუპირებულია" - სერგეი გაიდაი

მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით პროცედურის მხრივ – ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ კარგი დღის წესრიგი გაქვთ. როდესაც ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, მაშინ შევედით ჩვენ ევროკავშირში. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა.  ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით თუ შეგვიძლია“, – განაცხადა თომას მიულმანიმ.

მეტი:   "ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მაღალია" - ჯონათან ჯანოგლი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img