Saturday, September 23, 2023

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის დაბლოკვის გეგმაზე – BBC

მთავარი

(ACCnews) ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის დაბლოკვის გეგმაზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აკრძალვა არის კომპრომისი, რომელიც არ იმოქმედებს მილსადენის ნავთობის იმპორტზე, უნგრეთის წინააღმდეგობის შემდეგ.

როგორც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ჩარლზ მიშელმა აღნიშნა, შეთანხმებამ შეწყვიტა რუსული სამხედრო მანქანის “დაფინანსების უზარმაზარი წყარო”.

ეს არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო.

მეტი:   ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს - CNN

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ასევე დათანხმდა მძიმე ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის უმსხვილეს ბანკს, სბერბანკს და სამ სახელმწიფო მაუწყებელს.

ევროკავშირის წევრები საათობით იბრძოდნენ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უთანხმოების მოსაგვარებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.

ამასთან, შარლ მიშელის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს.

მეტი:   ფინანსური გამოძიების ტექნიკის კურსები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად

„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა და შევწყვიტოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დაფინანსება ისეთი სანქციების განხორციელებით, რომლებიც კრემლზე ზეწოლას მოახდენს. დღეს ევროპულმა საბჭომ შეათანხმა სანქციების მეექვსე პაკეტი. კერძოდ, ის აკრძალავს რუსული ნავთობის იმპორტს, მილსადენებით მიწოდებული ნავთობის დროებითი გამონაკლისით. ზუსტად რომ ვთქვა, სანქციები დაუყოვნებლივად აისახება რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტზე და წლის ბოლოსთვის ეს ზომა შეეხება ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი:   სამართალდამცველებისა და მაშველთა დღე: აშშ-ის საელჩომ სპეციალისტებს უმასპინძლა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლმდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე გავრცელდება.

საბჭოს დასკვნით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img