(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს, ევროკავშირის პრეზიდენტ ურსულა ფონ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით კი, ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ აცნობა.
მათივე ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული დიდი პროგრესი.
“მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 3 თებერვალს კიევში და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.