Friday, March 24, 2023

“ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება” – საგარეო საქმეთა მინისტრი

მთავარი

(ACCnews) “პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი:   "გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან" - შალვა პაპუაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მეტი:   დონორთა კონფერენციაზე რამდენიმე საათში უკრაინისთვის $6.5 მილიარდი შეგროვდა
მეტი:   დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

ცნობისთვის, რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა. დეპუტატები ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობას ითხოვდნენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img