Monday, June 5, 2023

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო

მთავარი

(ACCnews) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად.

მეტი:   "მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააორმაგოს ძალისხმევა კონფლიქტის არიდებისთვის" - ევროპის საბჭო

შესწორებების ახალ ვარიანტში „გამოთქმულია წუხილი, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად; შესწორებები შეიცავს მოწოდებას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია"

შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება;  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;“

მეტი:   "დროა, საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად, სურთ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი?- არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს სურს“- ბენ ჰოჯესი

ასევე საუბარია, რომ „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img