Monday, June 5, 2023

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი გადასცა.

დოკუმენტი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2000-დან 5 000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.

მეტი:   ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარს ამბობს

კითხვარი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარის შესავსებად საქართველოს 1,5 თვე აქვს.

მეტი:   აშშ და ისრაელი ირანის ბირთვული იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ ერთობლივ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.

მეტი:   "ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს" - ჯონ კირბი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img