Saturday, January 28, 2023

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა ბრიუსელში

მთავარი

(ACCnews) ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება.

მეტი:   "უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ" - დავით ზალკალიანი

ამასთან, ევროკავშირის დელეგაციას ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

„ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მისი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე.

მეტი:   "უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები, შეუმჩნეველი ან დაუსჯელი არ დარჩება" - ბორის ჯონსონი
მეტი:   "უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ვალია" - საქართველოს პარლამენტის სპიკერი უკრაინაში მიდის

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img