(ACCnews) ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, “ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები”.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ. ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.