Saturday, June 3, 2023

“ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს”- ჯოზეფ ბორელი

მთავარი

(ACCnews) ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმიანება ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ევროპული გზა სრულყოფილად არის განსაზღვრული.

როგორც ბორელი „ტვიტერზე“ წერს, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

მეტი:   "საქართველო გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას" - სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა. ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად,“ – აცხადებს ბორელი.

მეტი:   ევროკავშირმა 2030 წლისთვის უსაფრთხოების გაძლიერების გეგმა შეიმუშავა
მეტი:   "ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ" - ოლივერ ვარჰეი

ცნობისათვის, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის გადაწყვეტილებით, ასოცირების ტრიოს ქვეყნებიდან ორს – უკრაინსა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს კი –  ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img