(ACCnews) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის საზღვარს დახურავს.
უწყების ცნობითვე, ესტონეთი ასევე სასწავლო, სამუშაო და ბიზნესს ვიზების გაცემას შეწყვეტს.
“ის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ესტონეთის გავლით, ევროპაში მასობრივად იმოგზაურონ, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების პრინციპებს არ შეესაბამება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
ცნობისთვის, ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტეს