Monday, June 5, 2023

“საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს” – ესტონეთის დაზვერვის ექს-შეფი

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს”, – ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს და ხელისუფლების კურსს  ესტონეთის პარლამენტის წევრი, ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველი, ერიკ კროსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, “უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს: საქართველოში დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა – ხელისუფლება რუსეთს ეკეკლუცება”.

“ძალიან შემაშფოთებელია და თანდათან ვაცნობიერებ, რომ ჩვენ, ქვეყნები, რომლებიც მუდმივად ვუჭერდით მხარს საქართველოს, ვინც საქართველოს ტრადიციული მოკავშირეები ვიყავით და ვამბობდით, რომ საქართველო ნატოში უნდა იყოს, ევროკავშირში უნდა იყოს, ვინც გეუბნებოდით – ჩვენი მეგობრები ხართ, გვინდა საქართველო დასავლურ სამყაროში იყოს, აქ გვჭირდება, შეიძლება ჩვენ ახლა იმავე შეცდომას ვუშვებდეთ, რაშიც თავის დროზე ვადანაშაულებდით ამერიკას, საფრანგეთსა და გერმანიას – თუ როგორ მოექცნენ ისინი რუსეთს 90-იანებსა და 2000-იანებში.

მეტი:   "საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დღეს 30 წევრ ქვეყანას შორის თანხმობა არ არის"- ედგარს რინკევიჩი

დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა – ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას – ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს. პოლარიზებულია, რუსეთს ეკეკლუცება. უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს. მაგრამ მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე. გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას ეს გაუვა, ისინი იტყვიან: ევროპული ღირებულებები არ გვინდა, ისინი ჩვენ არ შეგვეფერება, აი, ფული კი გვინდა, ფული მოგვეცით. და ჩვენ ვიტყვით – ოკ, კარგი, კარგი. პარიზისა და ბერლინის პოზიცია კიდევ გასაგები იყო – უნდოდათ მოსკოვთან ვაჭრობით ხელი მოეთბოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვინდა საქართველო ნატოში იყოს, ჩვენთან იყოს და ამიტომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს,” – განაცხადა ერიკ კროსიმ.

მეტი:   "საქართველო გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას" - სალომე ზურაბიშვილი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img