(ACCnews) თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.
ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საგზაო რუკის დასასრულებლად.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.