(ACCnews) “აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია”, – აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი შეხვდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს, რათა დაედასტურებინა ამერიკის ერთგულება საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ეს ვიზიტი საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის არსებული მრავალწლიანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურების შესაძლებლობაა. ეს პარტნიორობა ერთიორად მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომისა და რეგიონში გაზრდილი საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ეს არის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მთავრობის ლიდერობისა და შესაძლებლობების პირადად ხილვის შანსი.” – განაცხადა მან.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ინსლის შეხვდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.