Wednesday, September 27, 2023

“დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს”– საქართველოში გერმანიის ელჩი

მთავარი

(ACCnews) “ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია,” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა განაცხადა, საქართველო საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს უკრაინასთან მიმართებაში.

მეტი:   "ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება" - საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.

მეტი:   უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ელჩმა.

მეტი:   ჯო ბაიდენი: "პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს"

ქნირშის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img