Wednesday, September 27, 2023

DW: გერმანის მთავრობის ინფორმაციით, პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა

მთავარი

(ACCnewsგამოცემა DW-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს.

როგორც აღნიშნული გამოცემა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შოლცს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს ევროთი გადახდის გაგრძელება შეუძლიათ.

მეტი:   "საქართველოს სიძლიერე ამერიკის მსგავსად, მის მრავალფეროვნებაშია" - აშშ-ს საელჩო

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ თანხა ჯერ გაზპრომ ბანკში გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში – რუბლებში. გაზპრომ ბანკი, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის.

მეტი:   "პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება" - Politico

“შოლცი ამ პროცედურას საუბარში არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა”. – წერია  გერმანიის კანცლერის ოფისის განცხადებაში.

მეტი:   უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img