(ACCnews) “პუტინს უბრალოდ სურს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გვეშინოდეს,” – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ილია პანამარიოვმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“თუ ადამიანი მზად არის თვითმკვლელობისთვის, იმით რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში ალბათობა ნიშნულისა, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ალბათ არ იჯდებოდა ხალხთან ასეთ დისტანციაზე. უბრალოდ პარანოიკია. თავს იცავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ეს ადამიანი არ აპირებს თავის მოკვლას და ალბათ, მთელი მსოფლიოს დასრულებას არ აპირებს. მას უნდა უბრალოდ, რომ ჩვენ გვეშინოდეს ბირთვული იარაღის გამოყენების. ის კარგად თამაშობს გიჟის როლს. რა თქმა უნდა, ეს ბლეფია. უკიდურესად ნაკლები ალბათობაა, რომ ეს მოხდება,” – განაცხადა დუმის დეპუტატმა.