(ACCnews) რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანს ახალ სანქციებს უწესებს – ინფორმაციას Reuters დიპლომატებსა და ფრანგ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციების სიაში მოხვდნენ ირანის სამი გენერალი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი საიდ აღაჯანი, რომელსაც ადრე სანქციები დაუწესა აშშ-მა.
სანქციები ასევე დაუწესდა დრონების მწარმოებელ კორპორაციას „Shahed Aviation Industries“.