(ACCnews) “ნუ იქნებით კურორტი უკრაინაში ომის ხელშემწყობთათვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა იტალიის პარლამენტში ჩართვისას რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დაწესება მოითხოვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უფრო მეტ სიცოცხლესა და მეტ ოჯახს დაანგრევს, ხოლო სრულმასშტაბური ომი გაგრძელდება.
“უკრაინა რუსეთის ძალებისთვის კედელია, რომელიც მათ ევროპისგან აშორებს. თუმცა, ბარბაროსებმა არ უნდა გაიარონ. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები, მეტი ზეწოლა, რათა რუსეთმა არა დაქირავებული მებრძოლები ეძებოს ლიბიაში, არამედ მშვიდობა. სამწუხაროდ, რუსული არტილერია არ წყვეტს ჩვენი ქალაქების დაბომბვას, ზოგიერთი მათგანი თითქმის მთლიანად განადგურდა. თქვენ იცით, ვინ მოუტანა ომი უკრაინას, თქვენ კარგად იცნობთ მათ. თქვენ იცით, ვინ იძლევა ბრძანებას და ვინ უწყობს ომს ხელს. თითქმის ყველა მათგანი იტალიას კურორტად იყენებს. ამიტომ ნუ იქნებით მათთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება და ანგარიშები,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პარლამენტში ონლაინ ჩართო, სადაც განაცხადა, რომ “რუსეთი უკანონო ომით ცდილობს უკრაინელებს ყველაფერი წაართვას.”
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 27 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს რამდენიმე მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.