(ACCnews) უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც სერიოზული ნგრევა მოჰყვა.
მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ სამაშველო სამსახური ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებს.
„სერიოზული ნგრევა გვაქვს. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ”, – აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დნეპროს რაიონი დაბომბეს.
მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.