Saturday, September 23, 2023

კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: “მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან”

მთავარი

(ACCnews) “მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან”, – განაცხადა დეოლიგარქიზაციის განმარტებისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს.

მეტი:   კარლ ჰარცელი ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლაზე ისევ საუბრობს

მანვე აღნიშნა, რომ კრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

„გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას, რადგან, თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს არის დისკუსიის კარგი საწყისი წერტილი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი:   "ზოგიერთი გამარჯვებულის შთამომავლები ფაშისტები გახდნენ, დაივიწყეთ 9 მაისი, ეს არ არის თქვენი დღესასწაული" - მიხეილ ხოდორკოვსკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img