(ACCnews) “ზრდასრულთათვის ინგლისური ენის კურსებზე მაღალი მოთხოვნაა და ამერიკის საელჩოში მოხარული ვართ, რომ მსგავს შესაძლებლობებს ხელი შევუწყეთ ოზურგეთში, თელავსა და ახალციხეში” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ოზურგეთში ელჩი დეგნანი ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის გამოსაშვებ ცერემოანიას დასწრო. ეს პროგრამა, რომელიც ბათუმის ამერიკულ კუთხესა და „ლინგვისტიკატორთან” პარტნიორობის შედეგია, ოც ზრდასრულ სტუდენტს ინგლისური ენის A1/A2 დონეზე დაუფლებაში დაეხმარა”, – აღნიშნულია გვერდზე.