(ACCnews) “ადგილობრივი მმართველობა მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ქართველების რწმენის გასაძლიერებლად და საზოგადოების ეკონომიკური შესაძლებლობების განსავითარებლად, იმ დროს, როდესაც ეს მრავალფეროვანი ერი ერთიანია პროდასავლურ მისწრაფებებში”, – ინფორმაციას ამის შესახებ თავის გვერდზე შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
ცნობისათვის: აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ხულოს მერ ვახტანგ ბერიძეს ადგილობრივი საზოგადოების მხარდასაჭერად შექმნილ საელჩოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამებზე სასაუბროდ შეხვდა.