Friday, March 24, 2023

კელი დეგნანი: “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდოს”

მთავარი

(ACCnews) საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს სრული ნდობა აქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს.

მეტი:   "2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა და მეტი რეაგირება რომ ყოფილიყო, დღეს მსოფლიო არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში" - სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ” – აცხადებს დეგნანი.

მეტი:   თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და მას აქვს მისი რეკომენდაციების მიმართ ნდობა.

მეტი:   "მსოფლიოში არიან ზოგიერთები, ვინც ამბობენ, რომ სჯობს ტირანიასთან შეგუება – ისინი ღრმად ცდებიან"– ბორის ჯონსონი

სახალხო დამცველს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება” – ამბობს ელჩი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img