Wednesday, September 27, 2023

“აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება – დაპირისპირებით სარგებელს იღებს რუსეთი” – დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

მთავარი

(ACCnews) “მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი,” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გააკეთა, რომლითაც უკრაინული სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დეგნანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება.

“ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რაიმე დარღვევა.

მეტი:   რუსეთის აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით,” – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მეტი:   აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების რეკორდულ პაკეტს

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წარმოადგინოს თუ არა უკრაინამ მტკიცებულებები ასეთი ტიპის ბრალდებებზე და იყო თუ არა უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია განხილული ამერიკულ და ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურებთან, კელი დეგნანმა უპასუხა: “აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამთავრობო არხებით და არა მედიის წინაშე.”

“ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი:   "თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი!" - ჯო ბაიდენი რუსეთის მოქალქეებს მიმართავს

შეგახსენებთ, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე რუსეთთან შეთანხმებულია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img