“16 წელია ზუგდიდის ამერიკული კუთხე ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილია. საქართველოს მასშტაბით არსებული თხუთმეტი ამერიკული სივრცე ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ქვაკუთხედია. ადგილობრივ საზოგადოებას ამერიკული სივრცე მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. იქნება ეს ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა, შეერთებული შტატების შესწავლა, საგანმანათლებლო და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიღება თუ ისეთ აქტივობებში ჩართვა, როგორიც აშშ-ის ელჩთან შეხვედრაა”. – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული.
მოსწავლეებმა და სტუდენტებმა განიხილეს რუსული დეზინფორმაციის რეგიონული გავლენა და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს პრობლემის მოგვარების გზებზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს.