(ACCnews) აშშ-ის ელჩი საქარველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას სწრაფად მოქმედება შეუძლია. როგორც ის ამბობს, ეს გამოჩნდა გასულ წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესშიც.
“ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც კანონმდებლობის მიღება სურს. ჩვენ ვნახეთ დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა გასული წლის დეკემბერში, რომ გაეუქმებინათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამასთან, ნანახი გვაქვს სხვადასხვა კანონის მიღებაც დაჩქარებული წესით. ქართველ ხალხს სურს რეფორმების გატარება, რათა მოემზადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ მზადაა, რომ დაეხმაროს ამ პროცესში ნებისმიერი კუთხით”, – განაცხადა დეგნანმა.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.