(
ACCnews) საქართველოს ძალიან აქტიური და ენთუზიაზმით სავსე რეგიონული მედია ჰყავს, მათ შორისაა ბორის ღარსლიანი ქალაქ ნინოწმინდიდან. იგი ათ წელზე მეტია სამცხე-ჯავახეთის რადიო NOR-ში ჟურნალისტ-ფოტოგრაფად მუშაობს და რეგიონის მოსახლეობის ხმას მსმენელებს აწვდენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოში ათეულობით რეგიონული ჟურნალისტიდან ის ერთ-ერთია, რომელმაც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შეერთებულ შტატებში მომზადება გაიარა. თავისუფალ დროს იგი ხალხს სამცხე-ჯავახეთის განუმეორებელ ბუნებასა და რეგიონის მრავალფეროვნებას თავისი ინსტაგრამგვერდ georgia_javakheti-თ აცნობს.