Sunday, January 29, 2023

“საქართველო აშშ-ის მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით, ვიხსენებთ განვლილს და ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ” – კელი დეგნანი

მთავარი

(ACCnews) “აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი გამოფენა, ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გამოფენის „საქართველო და შეერთებული შტაბები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ გახსნაზე განაცხადა.

მეტი:   "ვაგრძელებთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება"- ბოგდან აურესკუ

დეგნანის განცხადებითვე, აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ქვეყანაში დაემკვიდრებინა სტაბილური დემოკრატია.

“30 წლის წინ, საბჭოთა რეპრესიებისგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა სიმტკიცე გადაწყვეტილებაში, დაემკვიდრებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები. ამ მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით. ჩვენ ვიხსენებთ განვლილს და ასევე ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img