“გაიცანით ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თაღოვანი კაშხლის, ენგურჰესის უსაფრთხოება, მონიტორინგი და შეკეთება ავალიათ. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლზე მზრუნველთა ჯგუფი ონისე აკობიას, ონისე ქობალიას, ბესიკ კონჯარიას, დავით მორგოშიასა და ბადურა უბილავას მონაწილეობით გაგვეგზავნა შეერთებულ შტატებში, სადაც დიდი ჰესების მართვის საუკეთესო და თანამედროვე გამოცდილება ამერიკელ კოლეგებთან გაცვალეს”, – გამოქვეყნებულია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე შესაბამის ფოტოებთან ერთად.