Saturday, March 25, 2023

კელი დეგნანი: “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია”

მთავარი

(ACCnews) “ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში,” – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას.

მისივე თქმით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი:   "აშშ მზადაა საქართველოს დაეხმაროს ამ პროცესში ნებისმიერი კუთხით" - კელი დეგნანი
მეტი:   აშშ-ის საელჩო: "სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი"

ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზეც.

“საქართველოს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლის გზაზე, არის კანდიდატის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემუშავებული კანონმდებლობა, ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან მისი შესაბამისობა შეაფასოს,” – აღნიშნა ელჩმა.

დეგნანის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც დაცულ, სტაბილურ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. ელჩის თქმითვე, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

მეტი:   ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია რუსეთთან შეერთების საკითხზე უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ ცნობს

“ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ,” – დასძინა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img