Wednesday, March 29, 2023

კელი დეგნანი: “სტატუსი ძალიან ახლოსაა, საქართველოს აქვს საშუალება დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება”

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კელი დეგნანმა ამავე შეხვედრაზე ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა.

მეტი:   ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება

“თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ. ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა. ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი:   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 88 მილიონია გათვალისწინებული
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img