“გასული სამი ათწლეული შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია, თუმცა ჩვენი თანაზიარი ისტორია ბევრად ხანგრძლივია”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და საბჭოთა პერიოდამდე წარსულის მიმოხილვაა. ამ ამაღელვებელ რეტროსპექტივაზე წარმოდგენლი იქნება ისეთი საარქივო მასალა და ფოტოებიც, რომლებიც აქამდე საზოგადოებას არ უნახავს