Monday, June 5, 2023

კელი დეგნანი: “ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედისმომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი”

მთავარი

(ACCnews) “ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან,” – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, ჟურნალისტებთან საუბარში.

აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ “გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი.”

მეტი:   "ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს" - მოძრაობა "ხალხის ძალა"

დეგნანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება იმედის მომცემია.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის სამხედროების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.

მეტი:   Washington Post: აშშ ზელენსკის ევაკუაციისთვის და პარტიზანული ომის სცენარისთვის ემზადება

“რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი:   ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრს 1 მილიონ დოლარს გადასცემს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img