Wednesday, March 29, 2023

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

მთავარი

(ACCnews) “ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ოფისი აჭარაში მხარს უჭერდა სათემო პოლიციის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მასწავლებლები, მშობლები და პოლიციის ოფიცრები ერთად მუშაობენ, რათა საკუთარი საზოგადოება უფრო უსაფრთხო გახადონ”, – აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მეტი:   პრემიერი, პრეზიდენტი და აშშ-ს ელჩი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრნენ

ინფორმაციის თანახმად, მუხაესტატეში გამოიკვეთა უსაფრთხო შეხვედრების სივრცის ნაკლებობა მოსწავლეებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის და ამ სივრცის შექმნა ერთობლივი მუშაობით მოხერხდა.

მეტი:   პენტანგონი: "ჩრდილოეთ კორეის ბირთვული თავდასხმა კიმის რეჟიმს დაასრულებს"

აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს, პოლიციის ოფიცრებსა და მასწავლებლებს შორის სხვადასხვა თემაზე საუბრებს, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, კიბერდანაშაულზე, ადამიანებით ვაჭრობასა და ჩაგვრაზე.

მეტი:   "თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერების გაუგებარი გადაწყვეტილება" - ამირან სალუქვაძე

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და განსაკუთრებით აღნიშნა თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ გაწეული შესანიშნავი საქმიანობა ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img