(ACCnews) “დევნილთა საჭიროებები, ისევე როგორც მათი ისტორიები, განსხვავებულია. წლების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მსგავს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის აღნიშვნისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენთან ერთად ადგილობრივი აქტივისტები, ორგანიზაციები და თავად დევნილები ეწევიან უკეთესი მომავლისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად” – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა, თანამშრომლობის შედეგებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.