Friday, March 24, 2023

“გილოცავთ, როლანდ” – კელი დეგნანმა წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

მთავარი
“როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ღონისძიება გამოარჩევს მოსწავლეებისთვის თავდადებულ პროფესიონალებს, რომლებიც ახალგაზრდებს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება.
“განსაკუთრებით გვიხარია, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეა. გილოცავთ, როლანდ! თქვენთან ერთად ყველა ფინალისტსა და მასწავლებლებს საქართველოში მსოფლიო მასწავლებელთა დღეს ვულოცავთ”, – ვკითხულობთ გვერდზე.
მეტი:   "სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია"- ზურაბ ჯაფარიძე
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img