Saturday, September 23, 2023

კელი დეგნანი: “დიდი მადლობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის”

მთავარი

“დიდი მადლობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის”, – ასეთი განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რეგიონებში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

“რეგიონებში ვიზიტებისას ვერაფერს შევადარებთ იმ დადებით მუხტს, რომელსაც მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების მონახულებისას ვიღებთ. ვხვდებით ენერგიულ, გამჭრიახ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებს და მასწავლებლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ მათი აღსაზრდელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. აშშ-ის მთავრობის მიერ მათთვის შექმნილი ყველა პროგრამის წარმატების მიზეზი სწორედ ისინი არიან. გვიხარია, რომ უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობისა და მეგობრობის შედეგად, ბევრი მოსწავლისა და მასწავლებლის ცხოვრებას ვცვლით”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მეტი:   "საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა, ჩვენ ეს ფასი 1921, 1992 და 2008 წლებში გადავიხადეთ" - პრეზიდენტი
მეტი:   "დროა, საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად, სურთ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი?- არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს სურს“- ბენ ჰოჯესი

შეგახსენებთ, კელი დეგნანი საქართველოსა და აშშ-ს 30 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

მეტი:   "ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში" - კულტურის ატაშე კრის ანდერსონი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img