მათი ინფორმაციით, ფოტოზე მარიამ ხატიაშვილია, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, სახალხო დიპლომატიის მკვლევარი და საელჩოს არაერთი პროგრამის მონაწილე.
“ალბათ, ცოტა თუ იცნობს
აშშ-ის სახალხო დიპლომატიას საქართველოში ისე, როგორც მარიამი, ვინაიდან ის ამ სფეროს ნოვატორი მკვლევარია. მისი კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ მარიამის სამეცნიერო მონოგრაფიაში – „ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე.” – ვკითხულობთ წერილში.
აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მარიამ ხატიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განახლებაზე მუშაობს. თავისუფალ დროს კი საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს ატარებს თბილისის ამერიკულ კუთხეში, სადაც 2012 წლიდან მოხალისე მომხსენებელია.