Saturday, September 23, 2023

ბენ ჰოჯესი: “კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია”

მთავარი

(ACCnews) “კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. – ასე ეხმაურება  ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში ომი სურთ, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ელჩის მიმართ წაყენებულ სხვა ბრალდებებს.

მეტი:   კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს - ჯანმოს წარმომადგენელი

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა.

„ეს არის სრული აბსურდი. კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი მაშინვე გაუმჯობესდება, როგორც კი უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

მეტი:   პუტინი: "ამერიკამ უკრაინა და საქართველო ანტირუსული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენა"
მეტი:   კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ იმართება. კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები  ესწრებიან. ღონისძიება საქართველოში უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით იმართება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img