Saturday, September 23, 2023

“მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე” – კელი დეგნანი

მთავარი

(ACCnews) “ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დამტკიცების შესახებ.

დეგნანის თქმით, აღნიშნულის შესახებ შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს.

მეტი:   პოლონეთი ყველა MIG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემს - პოლონეთის საგარეო უწყება

“ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი:   საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის

კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით.

“მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს ხოლმე მოსამართლეებთან შეხვედრა. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ მოსამართლეს, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ და ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი:   "საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას" - ჯოზეფ ბაიდენი

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img