(ACCnews) დასავლური სანქციების კულმინაცია, რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა.
100 მილიონი დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო, რის შემდეგაც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი დაიწყო, რომელიც დღეს ამოიწურა.
მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდები პრობლემურ დონეზე ვაჭრობს, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.
რუსეთი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა, როცა მას სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეუზღუდა.