(
ACCnews) ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ შეერთებულ შტატებში. იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატები საელჩოს ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
DEA და
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მათი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
ცნობისათვის: 2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა.