Saturday, June 3, 2023

“ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და ვეცდებით, ეს რეკომენდაციები დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ” – ბექა დავითულიანი

მთავარი

(ACCnews) “რაც შეგვიძლია, დეკემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა იქნება, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იყოს,” – ეს განცხადება დღეს, პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მეტი:   ზელენსკი: "ნორვეგია მზად არის უკრაინას გაზი მიაწოდოს"

მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ დეპოლარიზაციაზე ვერ შეძლებენ შედეგის დადებას.

“ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და ვეცდებით, ეს რეკომენდაციები დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არის განცხადება, რომ რეფორმების ჩქარ შესრულებას სჯობს აქცენტი უფრო ხარისხზე გავაკეთოთ, დროსა და სიჩქარეს მოვუკლოთ ამის ხარჯზე, თუ საჭირო იქნება, რადგან როგორც ისინი გვეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვა მომავალი წლის შემოდგომამდე არ იგეგმება,” – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მეტი:   "ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა"- პეტერ ფიშერი
მეტი:   "მე რუსეთის გმირი ვარ" - რუსმა ბიზნესმენმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას რეფორმების გზაზე წინსვლისკენ მოუწოდებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img