Wednesday, March 29, 2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბრიუსელს ეწვევა

მთავარი

(ACCnews) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტით დღეს ბრიუსელს ეწვევა. – ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე ევროპარლამენტში.

ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მეტი:   უკრაინა უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება, თუ ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტია შეიქმნება
მეტი:   ძალა უმეცრებაშია - რა ხერხებით ამახინჯებს რუსეთი ისტორიას

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.

მეტი:   ტოკიოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img