(ACCnews) უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დროებით ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გაცემულ განკარგულებას ეხმაურება.
“კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ნაძირალებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, ბომბავენ სამშობიაროებს, აწამებენ პატიმრებს? ცეცხლის შეწყვეტა? ტყუილი და თვალთმაქცობა. უკრაინული ღამის სიჩუმეში დაგკბენთ!” – განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, როგორც დანილოვმა განაცხადა, რუსეთის აღნიშნულ შეთავაზებას უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ვის სთავაზობენ ისინი ამ დაზავებას? არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება – წაიღეთ თქვენი ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. მათთან რაღაც დაზავებებზე არანაირი მოლაპარაკებები არ გვექნება. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს,” – განაცხადა ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა.