Saturday, September 23, 2023

ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე რვა ადამიანია დაკავებული

მთავარი

(ACCnews) რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რვა ადამიანია დაკავებული.

გამოცემა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულებიდან ხუთი რუსეთის, სამი კი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

მეტი:   "ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება"- იენს სტოლტენბერგი

გამოცემა წერს, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები.

“ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი:   უკრაინამ, აშშ-მ და ევროპამ გონებაში უკვე დაამარცხეს რუსეთი - ზელენსკი

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

მეტი:   "პუტინის რეჟიმის დაცემით რუსები უნდა იყვნენ დაინტერესებული" - ვოლოდიმირ ზელენსკი

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, – წერს რუსული მედია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img