Saturday, September 23, 2023

CRDF Global-ის, აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ACC-ის ორგანიზებით თბილისში 3-დღიანი სემინარი ჩატარდა

მთავარი

(ACCnews) აკადემიურ სივრცეში კიბერქურდობისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე ამერიკული ორგანიზაცია CRDF Global შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და “ამერიკული კულტურის ცენტრის” თანაორგანიზატორობით, თბილისში, სასტუმრო “რუუმს ჰოტელის” საკონფერენციო დარბაზში, მასპინძლობდა 3-დღიან სემინარს, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და სომხეთში არსებული აკადემიური დაწესებულებების დაცვისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება იმ კრიმინალური სუბიექტების მხრიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების წინაშე, რომლებიც ცდილობენ, კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებზე არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მოიპოვონ მარტივად გავრცელებადი კვლევითი და საპროექტო მონაცემები.

მეტი:   "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან" - ნედ პრაისი

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო საინფორმაციო ტექნოლოგიის ლიდერები, კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები და სხვა დაინტერესებული პირები უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებებიდან.

ტრენინგი 6 ივნისს დაიწყო და დასრულდა 2022 წლის 8 ივნისს. გარდა ამისა, CRDF Global კრიტერიუმების შესაბამის დაწესებულებებს შესთავაზებს გრანტებს კიბერუსაფრთხოების მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით. ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი გახდება დაწესებულებებისთვის, რომ დანერგონ მართვისა და დაცვის რეკომენდებული საშუალებები.

CRDF Global მიიღებს განაცხადებს და შემდეგ გრანტებით დააჯილდოებს კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, რომლებსაც გაგზავნილი ჰყავთ წარმომადგენლები სემინარზე.

მეტი:   "არავის სურდა მოესმინა ან დაენახა, რა ხდებოდა საქართველოში"– მეთიუ ბრაიზა

ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს დაადგინონ და უზრუნველყონ, რომ დაწესებულებებშიც ამოიცნონ კრიმინალი ბოროტმოქმედების მიერ შპიონაჟისთვის გამოყენებული კონკრეტული ტაქტიკა, შესრულების ხერხები და პროცედურები (TTP), განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა შიდა საფრთხეებს და მიწოდების ჯაჭვის დაცვას.

პრეზენტაციებისა და სიტუაციური კვლევების ერთობლივად გამოყენება ხელს შეუწყობს სოციალური ინჟინერიის იმ კონკრეტული ხერხების ცოდნის ამაღლებას, რომლებსაც ჰაკერები და კრიმინალები იყენებენ ნდობის მოსაპოვებლად და კიბერქსელებში შესაღწევად. კერძოდ, აკადემიური მონაცემებისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპოვების მიზნით.

მეტი:   აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

მდგრადი გადაწყვეტები და შესაძლებლობების შექმნა დამატებით რესურსებს მოითხოვს, რომ სემინარიდან მიღებული ცოდნა და უნარები კონკრეტულ დაწესებულებას მოხმარდეს.

CRDF Global მიიღებს განაცხადებს და შემდეგ გრანტებით დააჯილდოებს კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, რომლებსაც გაგზავნილი ჰყავთ წარმომადგენლები სემინარზე. გრანტის გამოყენება შესაძლებელია აღჭურვილობისთვის (მასთან დაკავშირებული მონტაჟის საფასურის ჩათვლით), მასალებისა და საშუალებებისთვის, რომლებიც აუმჯობესებს ინფორმაციის დაცულობასა და კიბერუსაფრთხოებას.

 

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img