სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეები ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებს ხვდებიან, ესწრებიან ოჯახურ და არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართულ სასამართლო სხდომებს და განიხილავენ ბავშვთა და ოჯახის უფლებების საკითხებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სასწავლო ტური ქართველ მოსამართლეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ
აშშ-ის კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ძალადობის შემთხვევაში ბავშვის მშობლებისგან განცალკევებას არეგულირებს. Მოსამართლეები გაეცნობიან თუ როგორ არეგულირებს
აშშ-ის კანონები სახელმწიფოს ზრუნვას განცალკევებულ ბავშვზე, როგორ განიხილება პროცედურულად მშობლისგან განცალკევების საკითხი და როგორია სასამართლოს როლი ამ პროცესში.
Სასწავლო ტურში მონაწილე 10 მოსამართლე 73 აპლიკანტიდან შეირჩა ღია კონკურსის წესით. მოსამართლეები არჩეულნი არიან ხაშურიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.
USAID 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭირვალე სასამართლო სისტემის გაძლიერებაში. USAID-ის და ამერიკის სამთავრობო საგენტოების მხარდაჭერით ამ პერიოდში ასობით მოსამართლე იმყოფებოდა ამერიკაში და მომავალშიც მრავალი მსგავსი პროგრამა განხორციელდება.